ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
17-11-2021
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრას, რომლის მიზანიც ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა, სალომე სოხაძე და სალომე აბუთიძე უძღვებოდნენ. 

აღნიშნულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„რაჭის ახალგაზრდულმა ასამბლეამ დაიწყო თანამშრომლობის მეორე ეტაპი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან.
ასამბლეა ჩაერთო ჩეხეთის კარიტასის პროექტში „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“, რომელიც ფინანსდება სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სუფთა სოფლის კონცეფციის გასავითარებლად.
სალომე სოხაძემ და სალომე აბუთიძემ 3 ნოემბერს ჩაატარეს პირველი შეხვედრა ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203