წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოთხრობის პერსონაჟებს წერილები მისწერეს
17-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებები წარადგინეს.

მოსწავლეებმა ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობის „დროის ფასის“ პერსონაჟებს წერილები მისწერეს. მათ ასევე იმსჯელეს ამ მოთხრობასა და მასში წამოჭრილ პრობლემებზე. 

პრეზენტაციას პრაქტიკაზე მყოფი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, დირექციისა და დაწყებითი კლასების კათედრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სკოლის III კლასში (მასწავლებელი თეა ჭუმბურიძე) გაიმართა კომპლექსური დავალების წარდგენა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა მოთხრობის პერსონაჟისათვის მიწერილი წერილები წაიკითხეს. იგრძნობოდა, რომ ბავშვებს საფუძვლიანად ჰქონდათ გავლილი კომპლექსური დავალების ყველა ეტაპი და სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებული იყო წერილის მთავარი მახასიათებლები.
პატარებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობის „დროის ფასის“ პერსონაჟებზე და მათ თვისებებზე.   მთავარი მოქმედი გმირისათვის მიწერილ წერილში იგრძნობოდა მათი კეთილგანწყობა და დახმარების სურვილი. განსაკუთრებით საინტერესო იყო საკუთარი გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითები და პარალელები.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციისა და დაწყებითი კლასების კათედრის წარმომადგენლები, ასევე სკოლაში პედაგოგიური პრაქტიკაზე მყოფი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203