წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა წელიწადის დროებზე საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
17-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპელქსური დავალება შეასრულეს.
გაკვეთილის თემა წელიწადის დროები იყო, ხოლო კომპლექსური დავალება შემოდგომას მიეძღვნა და ის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით შეასრულეს.
მეორეკლასის დამრიგებელი ელისო მეტრეველი ამაყობს თავისი მოსწავლეებით და აქტიური ჩართულობისთვის მათ მადლობას უხდის.
„მოგეხსენებათ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მასწავლებლისთვის რუტინასთან ბრძოლაა. დღეს სამყარო თავისი ყოველდღიურად მზარდი ტექნოლოგიური განვითარებით, უამრავ თვალ-გულ გამახარებელს გასართობს სთავაზობს მოსწავლეს, რომლისთვისაც ნებისმიერ სიახლესთან ზიარება მნიშვნელოვანია. ამისთვის, ჩემს 45-წლიან გამოცდილებასთან ერთად, ვცდილობ პროფესიული ზრდა ყოველდღიურობად ვაქციო, რათა მოსწავლეებისათვის გაკვეთილი აღარ იქცეს რუტინად. ამის დასტური იყო დღევანდელი გაკვეთილის კომპლექსური დავალების პირველი ეტაპი. მადლობა ჩემო საამაყო პატარებო! კიდევ ერთხელ მასახელეთ! ... წარმატებები!... უყვარხართ ელისო მასწავლებელს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს