ხანდოს საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
17-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და მოსწავლეები განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად სკოლამ ბიუჯეტიდან საკმარისი თანხა გამოყო.

ჩატარებული სამუშაოების შესახებ სკოლის დირექცია დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„ხანდოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი გალამაზებულ და თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან მიახლოებულ მდგომარეობაში დაიწყო. დაზიანებული იატაკის, ჭერისა და კედლების გამო წლების განმავლობაში ჰიგიენის დაცვა შეუძლებელი იყო. სკოლის ბიუჯეტიდან გამოიყო საკმარისი თანხა და ორივე სართულზე შეიცვალა საკლასო ოთახების კარები, იატაკი და კედლები. სარემონტო სამუშაოების  დასრულების შემდეგ დასუფთავების აქციაში მშობლები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203