ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
17-11-2021
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეები კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ და „ეტალონის“ სპეციალური სიგელები დაიმსახურეს.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ბოლნისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბოლნისელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.