მუსხის საჯარო სკოლაში საშემოდგომო გამოფენა - „ოქროსფერი შემოდგომა“ მოეწყო
17-11-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ლალი ცუხიშვილმა და დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა საშემოდგომო გამოფენა სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“ მოაწყვეს.

ღონისძიების ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა წარმო​თქვეს ლექსები და სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ხელნაკეთი ლამაზი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომლებზე შემოდგომის ფოთლები იწონებდნენ თავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203