„ერთად ვიკითხოთ წიგნები“- აფხაზეთის N2 სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-11-2021

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სიანტერესო პროექტი განხორციელდა. 

პროექტში, რომლის სახელწოდებაც „ერთად ვიკითხოთ წიგნები“ იყო,  მოსწავლეები მასწავლებელ ნანა ჯალაღონიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა ქართველი მწერლებისა და ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები გააცოცხლეს და შეეცადნენ, რომ მათ მიმსგავსებოდნენ. მათ ასევე თავიანთი საყვარელი პერსონაჟები დახატეს და დაამეგობრეს.

პროექტის დასრულებისას ყველა მოსწავლეს მადლობის სიგელი გადაეცა.

„სკოლის მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელმა ნანა ჯალაღონიამ განახორციელა პროექტი „ერთად ვიკითხოთ წიგნები". პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გააცოცხლეს შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებ(ებ)ის და ასევე, ქართველი მწერლების მოთხრობებიდან სასურველი პერსონაჟ(ებ)ი და შეეცადნენ მიმსგავსებოდნენ.
პრექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, სადაც ერთმანეთს „დაუმეგობრეს“ პეპი და მირანდუხტი, კარლსონი და ქეთო, ლიონებერგელი ემილი და ჯიხვა. პრეზენტაციაზე ისაუბრეს მათ ერთობლივ თავგადასავალზე. 
პროექტის მიზანი იყო ინფორმაციის მოძიება, დახარისხება/დამუშავების, ფიქრის, ფანტაზიის, კრეატიულობის, დეტალებზე დაკვირვების, შედარება/მსგავსების, წიგნით დაინტერესების უნარის განვითარება. 
პროექტის დასასრულს მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადაეცათ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203