
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი მიენიჭა.
16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჭიათურელი მოსწავლეებისთვის გაიმართა. ინტელექტუალურ კონკურსში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.