ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მეორე კლასში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაში, რომლის სახელწოდებაც „ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“ იყო, მოსწავლეები დამრიგებლ თინათინ თხილაიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მათ სკოლის ეზოში მოაწყვეს კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი დაალაგეს. მოსწავლეებს თემატური სამოსი ეცვათ, მოადუღეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს