„სკოლაში შემოდგომის ფერადი დღეები გრძელდება“- ხონის N3 საჯარო სკოლაში გამოფენა იმართება
17-11-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლში, მე-3ა კლასის მოსწავლეთა მშობელების ჩართულობით, გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა 15 ნოემბერს გაიხსნა და 20 ნოემბრამდე გასტანს. ის პროექტის - „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, ფარგლებში ჩატარდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მოსაწვლეები ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
„ხონის N3 საჯარო სკოლაში შემოდგომის ფერადი დღეები გრძელდება. გამოფენა, რომელიც 15 ნოემბერს გაიხსნა და 20 ნოემბრამდე გასტანს, მომზადდა პროექტის „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, ეგიდით. გამოფენის მოწყობაში მონაწილეობა მიიღეს მე-3ა კლასის მოსწავლეთა მშობლებმა. პროექტის მიმდინარეობას კოორდინაციას უწევს კლასის დამრიგებელი ნონა ქურასბედიანი. პროექტი რეზონანსული გახდა და სასკოლო საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს