
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, შორენა პავლიაშვილმა მსოფლიო ტოლერანტობის დღეს სპეციალური გაკვეთილი მიუძღვნა.
სასწავლო პროცესში IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე პირველად 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: