„შევინარჩუნოთ ქართული სიმღერისა და ცეკვის ტრადიციები“ - ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
17-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-6 და მე-7 კლასებში მუსიკის პედაგოგმა, სოფო გორგილაძემ თემაზე - „ შევინარჩუნოთ ქართული სიმღერისა და ცეკვის ტრადიციები“ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თემის ირგვლივ უდიდესი სიყვარული გამოხატეს.
„მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დიდი სიყვარული, პატივისცემა და ინტერესი გამოხატეს. მოირგეს ქართული ტრადიციული ტანისამოსი და მთიელთა სულისკვეთება ცეკვით გააცოცხლეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს