ჭალადიდის საჯარო სკოლაში შემოდგომას ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
18-11-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლუიზა ფირცხელავას ხელმძღვანელობით, შემოდგომას ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„შემოდგომას აქვს თავისი სილამაზე. სილამაზე, რომელიც ფერადია, ჩაფიქრებული, ოდნავ სევდიანი, მაგრამ მხიარულიც...“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203