მეცხრეკლასელი კინომცოდნეები ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესიდან“ - მოსწავლეებმა ფილმი - „კატა წვიმაში“ განიხილეს
16-11-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში ფილმის განხილვა მოეწყო. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა კინოსურათი „კატა წვიმაში“ ნახეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ფილმის განხილვისას კინომცოდნეებს არ ჩამოუვარდებოდნენ, რაც მათი მასწავლებლის ქეთევან სიხარულიძის დამსახურებაა. 

„სამყაროსგან გაუცხოვება... მარტოსულობა... გარემოს შენეული აღქმა...  ეს და სხვა მსგავსი საკითხები განიხილეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა ფილმ „კატა წვიმაში“ ნახვის შემდეგ; ფილმი ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოების ეკრანიზაციაა. მოსწავლეებმა ჯერ წიგნი წაიკითხეს და შემდეგ ფილმიც ნახეს. 
ჩვენი პატარები ფილმის განხილვისას კინომცოდნეებს არ ჩამოუვარდებოდნენ. ბუნებრივია ეს მათი მასწავლებლის - ქეთევან სიხარულიძის დამსახურებაა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203