ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებებზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო
16-11-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები ხშირად ეწყობა და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან.

სკოლაში ქართული ლიტერატურის კვირეულის დასასრულს მოსწავლეების მიერ ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებებზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სამომავლოდ ასევე, იგეგმება კვირეულისადმი მიძღვნილი ჟურნალის პრეზენტაცია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203