ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, ქართული ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, ინტელექტუალური კლუბის შეხვედრა გაიმართა
16-11-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში, ქართული ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, ინტელექტუალური კლუბის - „რა? სად? როდის?“ შეხვედრა გაიმართა. 

თამაშში სულ მონაწილეობდა 11 გუნდი, რომლებიც დაკომპლექტებული იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან.

პირველი ადგილი დაიკავა XIIა/ბ კლასის გუნდმა - „მადონას სერვისი“, მეორე ადგილზე გავიდა IX კლასის გუნდი - „ამაზონი“, ხოლო მესამე ადგილი გაინაწილა სამმა გუნდმა. ესენია: XII კლასის გუნდი - „ცამეტიანი კლუჩი“; X კლასის გუნდი - „იგი“ და XI კლასის გუნდი - „ფილოსოფოსები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203