„ქალბატონმა ნინომ თავდაუზოგავი შრომა გასწია“- თბილისის N39 სკოლის პედაგოგ ნინო ლაზარიაშვილს მოსწავლის მშობელი მადლობას უხდის
16-11-2021

თბილისის N39 საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო ლაზარიაშვილს, IV3 კლასის მოსწავლის მშობელი მაკა ჭაობაშვილი მადლობას უხდის. 

მშობელი პედაგოგს გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში მასწავლებელმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩენოდნენ. 

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო რთული ვითარება შეიქმნა, რამაც ყველაზე დიდი დარტყმა განათლების სისტემას მიაყენა. ქალბატონმა ნინომ კი თავდაუზოგავი შრომა გასწია, რათა მისი აღსაზრდელები არ ჩამორჩენილიყვნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას. იგი არის თბილი, მზრუნველი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი. მისი ღვაწლი პატივსაცემი და დასაფასებელია“,- წერს მშობელი მაკა ჭაობაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203