„სკოლა საოცარი რამეა, აქ შეიძლება ერთდროულად მიიღო ცოდნა და სითბო“- ჯვარის N3 სკოლის მოსწავლის ლიზი შამუგიას ემოციური წერილი პედაგოგებს
16-11-2021
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი შამუგიამ პედაგოგებს ემოციური წერილი მისწერა.

ლიზი მეოთხე კლასის მოსწავლეა, რომელის კლასსაც იზოლაციაში გადასვლა მოუწია. მანამდე კი მან მასწავლებლებს წერილი დაუტოვა. 

„სკოლა საოცარი რამეა, აქ შეიძლება ერთდროულად მიიღო ცოდნა და სითბო. სკოლაში მარტო საგნებს არ ვასწავლობთ, აქ ვსწავლობთ ადამინებთან კომუნიკაციასა და სიყვარულს. ამას გვასწავლიან საოცარი მასწავლებლები“,- წერს ლიზი შამუგია. 

მოსწავლე იმედოვნებს, რომ სკოლაში მალე დაბრუნდებიან და „ცუდი კალიგრააფისთვის“ ბოდიშს იხდის. 

იხილეთ ფოტო:




აქ სიყვარულია!!!
მეოთხე კლასის მოსწავლის, ლიზი შამუგიას წერილი, რომელიც მან დატოვა სკოლაში კლასის იზოლაციაში წასვლამდე...
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203