ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
- დავით ლაბაძე;
- გიორგი სამხარაძე;
- ზოია ცხოვრებაძე;
- ფიქრია სამხარაძე;
- იაგორ ლაბაძე;
- ვაჟა ლაბაძე;
- დავით სამხარაძე.
დღეს, 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჭიათურელი მოსწავლეებისთვის იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტო: