ზედა განთიადის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნება სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
17-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები, დისტანციური სწავლებიდან, საკლასო ოთახში დიდი სიხარულით დაბრუნდნენ.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით მოსწავლეები მათმა დამრიგებელმა ბუნებაში გაასეირნა. 

მესამეკლასელებს საკლასო ოთახშიც დიდი ჟრიამული ჰქონდათ. მათ მერი პოპინსის სიმღერის ფონზე იცეკვეს. 

„დისტანციური სწავლებიდან დაბრუნებული გახარებული მესამეკლასელები და უფრო მეტად გახარებული მათი დამრიგებელი მაია მასწავლებელი. მერი პოპინსის სიმღერის ფონზე გართობა და გასეირნება ბუნებაში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203