„ჩვენ ტოლერანტები ვართ“ - ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
16-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, მირანდა ქათამაძემ მე-4 კლასში სოციალური პროექტი თემაზე - „ჩვენ ტოლერანტები ვართ“ განახორციელა.
პროექტი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა; აქტივობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, რომელის სასკოლო სივრცეში პოზიტიურ და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
პროექტში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.