ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
- კუკური ნოზაძე;
- მამული კაპანაძე;
- ნესტანი გელაშვილი;
- ლუკა კაპანაძე;
- ანი ჩინჩალაძე;
- ნიკა კაპანაძე;
- გოგა ჩინჩალაძე;
- ნათია ჩინჩალაძე.
დღეს, 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჭიათურელი მოსწავლეებისთვის იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტო: