„სკოლაში სწავლა ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს“- ბუღაშენის საჯარო სკოლის დირექტორი თათევოს პალიანი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე დასწრებით რეჟიმში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.სკოლის დირექტორი თათევოს პალიანი
Etaloni.ge-სთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე და ელექტრონული ჟურნალის შესახებ საუბრობს.
„რაც სასწავლო პროცესი განახლდა მას შემდეგ, სკოლაში სწავლა ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს. 15 წუთიან ონლაინ გაკვეთილის ჩატარებას ნახევარ საათინი გაკვეთილი ჩავატარო მირჩევია. ასევე, ელექტრონულ ჟურნალში ვმუშაობთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სოფელია და ინტერნეტი ზოგჯერ არ მოგვეწოდება. მართალია, ერთი კვირის განმავლობაში ცვლილებების შეტანა შეგვიძლია, მაგრამ კარგი იქნებოდა მეტი დრო გვქონოდა“, - აღნიშნავს დირექტორი.