ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰაკათონი მოიგეს
16-11-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის ტექნოლოგიური კლუბის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები ტექნოპარკს ეწვივნენ. 

გუნდებმა „მატრიქსი“ და „გრადაცია” საერთაშორის პროექტის DigiEduHack-ის ფარგლებში გამართული ჰაკათონი - „ციფრული განათლება მომავლისთვის“, მოიგეს. მოსწავლეები სწორედ ამ მიზეზის გამო იმყოფებოდნენ ტექნოპარკში. 

მოსწავლეებმა ჰაკათონში გამარჯვებისთვის პრიზები მიიღეს, ტექნოპარკი კი მათ სასწავლო უნარების გაუმჯობესებაში დაუჭერს მხარს.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203