ზედა განთიადის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საშემოდგომო ღონისძიების ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოაწყვეს
16-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, მაია ცხადაძის ხელმძღვანელობით საშემოდგომო ზეიმის - „საახალწლოდ შემოდგომამ ჩურჩხელები დაგვიტოვა“ ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოაწყვეს.
ვიდეორგოლის პრეზენტაციას სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ვიდეორგოლის მომზადებაში თითოეული მოსწავლე აქტიურად და ხალისით მონაწილეობდნენ.