თბილისის N103 საჯარო სკოლაში II კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს
16-11-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის II კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „შემოდგომის სიმღერა“; ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი ლალი გუგავა გახლავთ.

„მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა ცხოველის თუ ფრინველის როლი და გამრჯე ციყვების ისტორია საინტერესოდ წარმოგვიდგინეს. ჩვენი პატარები ძალიან გახალისდნენ და ასეთი გზავნილები დაგვიტოვეს: „ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, ვიყოთ დამჯერი, შრომისმოყვარე და ყველაფერი კარგად იქნება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203