ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
16-11-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ჯაჯანიძე, შალვა ჯაჯანიძე, ნინო ჯაჯანიძე და სალომე ბანძელაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

დღეს, 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჭიათურელი მოსწავლეებისთვის იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203