თბილისის N24 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ვერცხლისა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
16-11-2021
თბილისის N24 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ვერცხლისა და ოქროს მედლები გადაეცათ.
სკოლის დირექცია თითოეულ მათგანს ულოცავს ჯილდოს მიღებას და მისალოც წერილს ავრცელებს:
„გვინდა ჩვენს ნამოწაფრებს მივულოცოთ შრომის დაფასება და ვუსურვოთ წარმატებული მომავალი, ღირსეული ნაბიჯებით სვლა და ბედნიერი, ლაღი ცხოვრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს