ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა გადაეცა
16-11-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.

​სკოლას საჩუქრები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გადასცა; ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი გამომცემლობისგან ფასდაკლებით ისარგებლებს.

„სასიხარულო ამბავი! ძალიან დიდი მადლობა ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის სახელით სულაკაურის გამომცემლობას. მათი საჩუქრები მივიღეთ: შესანიშნავი მხატვრული ლიტერატურა სკოლის ბიბლიოთეკისთვის, 30% ფასდაკლების ვაუჩერი სკოლის საჭირო ლიტერატურის შესაძენად და 20% - იანი ფასდაკლებით ისარგებლებს ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელი, როგორც სასკოლო სახელმძღვანელოების და რესურსების, ასევე მხატვრულ ლიტერატურის შეძენის შემთხვევებში 2022 წლის ივნისამდე. უღრმესი მადლობა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203