
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა, ონლაინ სწავლების დროს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
გაკვეთილის თემა - ცხოველები წიგნებში: „კეთილი ბებერი ბუები“ გახლდათ.
დავალება მოსწავლეებს პედაგოგმა მარინა მაჩხაშვილმა შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ მატნის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეებს აღნიშნული ტიპის დავალებებს დიდი ინტერესითა და მონდომებით ასრულებენ.
იხილეთ ვიდეო: