საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფიროსმანს მუსიკალური პოსტერი მიუძღვნეს
16-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლებმა ფიროსმანის შესახებ მუსიკალური პოსტერი შექმნეს. 

მათ ნიკო ფიროსმანის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და დაამუშავეს. 

ამ აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ნინელი ვიბლიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„VII კლასის მოსწავლებმა შექმნეს, მუსიკალური პოსტერი „ფიროსმანი“.
მოიძიეს ინფორმაცია გამოჩენილი ქართველი ანიმალისტი მხატვრის, ფიროსმანის ცხოვრებასა და მის შემოქმედებაზე. სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებებით გააფორმეს ნახატები და გააკეთეს გამოფენა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203