ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში ბლიც-რეფერატის პრეზენტაცია გაიმართა
16-11-2021
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში VIა კლასის მონაწილეობით გაიმართა ბლიც-რეფერატის პრეზენტაცია თემაზე - პუანტილიზმი და აკადემიურობა არქიტექტურაში (ჟორჟ სერა და ფრენკ ლოიდ რაიტი); ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრების გათვალისწინებით მოეწყო შეჯიბრება ლოგიკურ-შემეცნებით აზროვნებაში.
ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეები კი გახლავთ: ელენე გიგინეიშვილი, მარი მსხალაძე, ნინი ტაკიძე, ანა კაიკაციშვილი, ანი თავდგირიძე, მარიამ მჟავანაძე, თედო გოგიტიძე, ნინო კონცელიძე, ლუკა ბოლქვაძე, გვანცა კობალაძე, ანამარია გიორგაძე, დიანა წიფურია, გოგა გუნთაიშვილი, ნატა მესხიძე, სალომე ნოღაიდელი.