ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვეს
16-11-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N1, N2, ჭრებალოს, ტოლისა და ბუგეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში - „მწიგნობარი 2021“ წარმატებას მიაღწიეს.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ; აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში - „თავისუფალი თემა“ ორი პირველი ადგილი იყო, ხოლო - „XIX- XX სს-ის მწერლობა“ და „საბავშვო მწერლობა“ ორი მეორე ადგილი გახლდათ.
პირველ ადგილზე გასულებს 500 ლარიანი ვაუჩერები და ერთი წლის მანძილზე (მომდევნო კონკურსამდე) სტიპენდიის სახით 50 ლარი გადაეცეთ; ხოლო, ნომინაციების - „ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანების“ და „ვეფხისტყაოსანის“ გამარჯვებულებს 1000 ლარიანი ვაუჩერები და 100 ლარიანი სტიპენდია 1 წლით გადაეცათ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის N1 სკოლის კურსდამთავრებულს, მარიამ მაჩაიძეს რომელმაც კონკურსში მონაწილეობა მესამედ მიიღო დამატებით 1500 ლარიანი ჯილდო გადაეცა.
ნომინაციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
ისტორიული რომანი: 1. შოთა ჭელიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა); 2. ერეკლე ჯოხაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).
ლიტერატურული შედევრები: 1. მარიამ მელაშვილი (ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა); 2. შოთა ჭელიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა).
XIX- XX სს-ის მწერლობა: 1. ლიზი ალავიძე (ჭრებალოს საჯარო სკოლა); 1. ერეკლე ჯოხაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა); 2. რუსუდან ჭელიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა).
თანამედროვე მწერლობა: 1. ანა მელაშვილი (ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა); 2. ნინო კიკვაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).
პუბლიცისტიკა და ესე: 1. თამარ მუსერიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა); 2. სალომე ჩარკვიანი (ბუგეულის საჯარო სკოლა).
საბავშვო მწერლობა: 1. მარიამ გორდეზიანი (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა); 2. ნიკოლოზ სოფრომაძე (ჭრებალოს საჯარო სკოლა); 2. დაჩი ლომთაძე (სოფელ ტოლის საჯარო სკოლა).
ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები: 1. ოთარ დონაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა); 2. მარიამ მელაშვილი (ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა)
დრამატურგია: 1. ნიკოლოზ ნასარიძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა); 2. ერეკლე ჯოხაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).
„პოეზია უპირველეს ყოვლისა“: 1. ერეკლე ჯოხაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა); 2. ოთარ დონაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).
თავისუფალი თემა: 1. მარიამ თომაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა); 1. შოთა ჭელიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა); 2. მარიამ მაჩაიძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული).
„ვეფხისტყაოსანი“: 1. მარიამ მაჩაიძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული) 2. სანდრო თომაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).