
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სხვადასხვა ნაციონალური ტანსაცმელი მოირგეს. ტოლერანტობის შესახებ ვიდეორგოლი ნახეს, იმსჯელეს და ტოლერანტული ქცევის „ოქროს წესები“ გაითავისეს.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე პირველად 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: