თბილისის N48 სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ზღაპრის მთხრობელისა და პერსონაჟების როლები მოირგეს
16-11-2021
თბილისის N48 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

პედაგოგის, ეკა მურჯიკნელის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს.

გაკვეთილის თემა ინგლისური ხალხური ზღაპარი - „ცომის კაცუნა“ გახლდათ ხოლო საკითხი - ზღაპრის როლური თამაშით (არავერბალური და ვერბალური ხერხებით) წარდგენა რაც გულისხმობდა ინტონაციით, პაუზებით, ხმის ტემბრით, საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებას.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ინგლისური ხალხური ზღაპარი - „ცომის კაცუნა“, რომლის აფიშაც უკვე მომზადებული ჰქონდათ. ბავშვებმა მთხრობელისა და პერსონაჟების როლები მოირგეს და ამგვარი ხერხით, როლური თამაშით წარადგინეს ზღაპარი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203