წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელი გიორგი ნიჟარაძე შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის 
16-11-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ნიჟარაძე შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის. თითოეულ მის ნამუშევარში ავტორის ინდივიდუალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება იგრძნობა. 

„პლასტელინისგან დამზადებული ეს შინაური ცხოველები და ფრინველები ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლის გიორგი ნიჟარაძის ნახელავია. ადვილი შესამჩნევია, თუ რა მონდომებით და რუდუნებითაა შესრულებული მისი ყოველი დეტალი. თითოეულ ნამუშევარში პატარა ხელოვანის განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა. გიორგის შემოქმედებით ძალიან ამაყობს მისი მასწავლებელი თეა ჭუმბურიძე, რომელიც მისი მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203