ირემაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა სახალისო აქტივობით გააცილეს
16-11-2021
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

პედაგოგებმა, ინგა ხოზრევანიძემ და მელანო ბოლქვაძემ მოსწვავლეებთან ერთად შემოდგომის დასასრული ბუნებაში აღნიშნეს. 

ინგა ხოზრევანიძე მეორე და მესამე კლასების ხელმძღვანელი გახლავთ, ხოლო მელანო ბოლქვაძე კი მეოთხე კლასის.

აღსანიშნავია, რომ მეორე-მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებს კლასკომპლექტის ფარგლებში მასწავლებლებმა საინტერესო აქტივობა შესთავაზეს. ღონისძიების დროს ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203