მასწავლებლის სახლი წელს საუკეთესო სპეცმასწავლებელს დაასახელებს -  ვადები და ინსტრუქცია
16-11-2021

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს კონკურსს:

  • 2021 წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. რეზიუმე (CV);
  2. წერილობით ან ვიდეო ჩანაწერით გადმოცემული სამოტივაციო, რომელშიც სპეციალური მასწავლებელი წარადგენს მისი მუშაობის უპირატესობებს, კონკურსში მონაწილეობის მოტივაციას, აღწერს მის სამუშაო გარემოსა და მოსწავლეების საჭიროებებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 16 ნოემბრიდან - 2021 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203