ღადოლარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მიმდინარეობს
16-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით შეუფერხებლად მიმდინარეობს.

სკოლის დირექტორის მ/შ ჰამბარცუმ მურადიანის თქმით, თანამშრომელთა 35% ვაქცინირებულია; ასევე, სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩაუტარდა.

„მინდა გაგცნობოთ, რომ ღადოლარის საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წელს დისტანციურ სწავლაზე არ გადასულა და 4 ოქტომბრის შემდეგ სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის თანამშრომელთა 35% უკვე ვაქცინირებულია, მოსწავლეთა მშობლები კი ამ საკითხში უფრო პასიურნი არიან. სკოლაში ჰიგიენა დაცულია და მასწავლებლები კოვიდტესტირებაზე დადიან; ასევე, სკოლას ამ წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის დახმარებით ჩაუტარდა“, - აღნიშნავს ჰამბარცუმ მურადიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203