შემოდგომის დღესასწაული ხონის N3 სკოლაში - პედაგოგმა, ნინო თუთისანმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქა
16-11-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის დამრიგებელმა, ნინო თუთისანმა აღსაზრდელებს დაუვიწყარი დღე მოუწყო.
ბავშვებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით შემოდგომას ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. სკოლის ეზოში შემოდგომის ნობათი გამოფინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, რათა ეს აქტივობა პატარების მეხსიერებაში მუდამ იყოს.
პედაგოგი ნინო თუთისანი აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენს საყვარელ სეზონს - „ოქროსფერ შემოდგომას“, ახალი იდეები და ახალი გამოწვევებით ვხვდებით. ეს არ არის, მხოლოდ „ოქროს დრო“ და მიწაზე დაცემული ყვითელი ფოთლები. ეს არის დრო, მზით თბილი სხივების, რომელიც ათბობს ჩვენს სულს და ავსებს გულს სიყვარულით. შემოდგომა წელიწადის ის დროა, როცა ცხოვრების სიხარული იგრძნობა.. დრო ყველაზე ლამაზი და ფერადი.. დრო ოქროსფერი ბუნების. ჩვენი ფოტოებიც გაჯერებულია ფერების სიუხვით, თითოეულ მათგანში შეგიძლიათ იპოვით განსაკუთრებული,“ - წერს ნინო თუთისანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს