„ცხოველების საბინადრო გარემო“ - კურსების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
16-11-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ბავშვებმა ბუნების გაკვეთილზე კომპლექსური დავალება გაასიტყვეს. გაკვეთილის თემა კი - „ცხოველების საბინადრო გარემო“ იყო; პატარა მოსწავლეების პედაგოგი თინათინ გიორგაძე გახლავთ.
აღსანიშნავია რომ, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით და მონდომებით ჩაერთნენ