კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას შთამბეჭდავი პროექტი მიუძღვნეს
16-11-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის II კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი შემოდგომა“ განახორციელეს.

ბავშვებმა პროექტის ფარგლებში ვიდეორგოლი შექმნეს, სადაც შემოდგომასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს და სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტის მიხედვით ანიმაცია - „მარადმწვანე ხეები“ შეიქმნა. მონდომებული და ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი მანანა ყამბარაშვილი გახლავთ.

პატარა მოსწავლეები პროექტში დიდი აქტიურობითა და მონდომებით ჩაერთნენ. ღონისძიებაში, ასევე მოსწავლეთა მშობლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ბავშვებს საშემოდგომო კუთხის მოწყობაში გულშემატკივრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თითოეული აქტივობა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203