მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გულედანი გარდაიცვალა. ლალი გულედანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და კორონავირუსი ვერ გადაიტანა.
წვირმის საჯარო სკოლა დიდ მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს როგორც მის ოჯახს, ასევე ყველა მოსწავლესა და სასკოლო საზოგადოებას.
Etaloni.ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული ადამიანის გარდაცვალები გამო.