ქარელის N1 სკოლის მეორეკლასელებმა საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს
15-11-2021
ქარელის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს. პატარა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ლამაზი თემატური კუთხე მოაწყეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ; აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი მარი თურმანიძე გახლავთ.

„II კლასის მიერ შექმნილი ფერადი შემოდგომა და მათივე ხელით გაწყობილი შემოდგომის კუთხე. ჩემო პატარებო, მინდა შემოდგომასავით მრავალფეროვანი მომავალი გისურვოთ“, - წერს პედაგოგი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203