თბილისის N112 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკომეგობრული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სემინარი ჩაუტარდათ
შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის N112 საჯარო სკოლაში საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის წევრებს უმასპინძლეს.
მათ მოსწავლეებისთვის სემინარი -„ეკომეგობრული სატრანსპორტო ალტერნატივა“, გამართეს.
მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი დააფიქსირეს და საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
„საქართველოს სკუტერების ეროვნულმა ფედერაციამ მოსწავლეებისთვის გამართა სემინარი თემაზე „ეკომეგობრული სატრანსპორტო ალტერნატივა'', სადაც მოსწავლეებმა დასმულ კითხვებზე გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება და იმსჯელეს ამ სატრანსპორტო საშუალების უპირატესობაზე. სემინარი გაიმართა მეგობრულ ატმოსფეროში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.