„ჩვენი, თბილისის N71 საჯარო სკოლა არის, თბილისში, კონკურსის წესით შერჩეულ ხუთ სკოლას შორის, პროექტში - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“, ჩართვისთვის! არასამთავრობო ორგანიზაცია - „ბუნების კონსერვაცია საქართველოს" პროექტით - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების მოდელის შექმნა“, გათვალისწინებული, თეორიული კურსის მესამე ეტაპი წარმატებით წარიმართა.
ამჯერად, შეხვედრებზე სკოლის მოსწავლეებმა, თავად მოამზადეს პრეზენტაციები, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ სკოლის ერთ-ერთი კუთხე, ეკომეგობრულ სკვერად და ორგანიზაციის წევრებთან ერთად შეადგინეს აღნიშნული სკვერის მოწყობის გეგმა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). პროექტი ხორციელდება ბუნების კონსერვაცია საქართველოს მიერ. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელ ნატო ინდუაშვილს პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.