„საოცარი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი გამოავლინეს“-თბილისის N191 სკოლის მეოთხეკლასელები საყვარელ პერსონაჟებსა და ისტორიულ ფიგურებს „გაესაუბრნენ“
15-11-2021
თბილისის N191 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები „პერსონაჟის სკამის“ მეთოდით საყვარელ პერსონაჟებსა და ისტორიულ ფიგურებს გაესაუბრნენ.

აღნიშნულ აქტივობას პედაგოგი ეკა კობახიძე უძღვებოდა. 

მოსწავლეები გაესაუბრნენ და მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს ისეთ პერსონაჟებსა და ისტორიულ ფიგურებს, როგორებიც არიან მეფე ერეკლე, ლეონიდასი, ქსერქსე და სხვები.

„მე-4 კლასის მოსწავლეები „პერსონაჟის სკამის“ მეთოდით გაესაუბრნენ საყვარელ პერსონაჟებს. დაუსვეს კითხვები ძმებ ხერხეულიძეებსა და მათ დედას, გმირ არაგველებს, სპარტელებს, მეფე ერეკლეს, ლეონიდასს, ქსერქსეს. გამოავლინეს საოცარი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203