ბათუმის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებისთვის მოსამზადებელი გაკვეთილი ჩატარდა
15-11-2021
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგ მარინე გეთიას ხელმძღვანელობით კომპლექსური დავალებისთვის მოსამზადებელი გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ კომპლექსური დავალებებია.
ბათუმის N2 საჯარო სკოლაც აქტიურად ახორციელებს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვას, სწორედ ამიტომ მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.