„წერილი უცხოელ მეგობარს“- ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
15-11-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.

ამჯერად, V კლასის მოსწავლეება დავალება ინგლისურ ენაში შეასრულეს. მათი თემა იყო - „წერილი უცხოელ მეგობარს“. აღნიშნული აქტივობის მიზანი კი წერითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება იყო. 

მოსწავლეები, პედაგოგ თეონა სარალიძის ხელმძღვანელობით, დავალების შესრულებას ბეჯითად შეუდგნენ.

„სკოლა 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩართულია ახალი სკოლის მოდელში.
2021-2022 სასწავლო წლიდან ჩვენი სკოლა აქტიურად შეუდგა დაგეგმილი კომპლექსური დავალებების განხორციელებას. კომპლექსური დავალებები დაგეგმილია I-IX კლასების ყველა საგანში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
ოქტომბერში V კლასელებმა წარმატებით შეასრულეს კომპლექსური დავალება ინგლისურ ენაში.
მოსწავლეებს უნდა მიეწერათ წერილი უცხოელი თანატოლებისათვის, სადაც ისაუბრებდნენ თავიანთი თავის შესახებ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203