წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „მოხერხებული არაბის“ იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
15-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „მოხერხებული არაბის“ იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. 

აქტივობაში IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  მათ თავიანთი პერსონაჟების როლები ხალისითა და მონდომებით მოირგეს. 

იმიტირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ისმოდა მხარეთა კამათი, არგუმენტები და მოსაზრებები. ბოლოს კი გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა, ფარული კენჭისყრის გზით, გამოიტანეს.

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში მასწავლებელ მანანა წულაიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„მოხერხებული არაბის“ იმიტირებული სასამართლო პროცესი წარმოადგინეს ქართული ენის გაკვეთილზე (კომპლექსური დავალების სამუშაო ეტაპზე ) IV კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მანანა წულაია).
ორ ეტაპად გაიმართა სასამართლო პროცესი – იცვლებოდნენ მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულები, მომჩივანი ხალიფასა და ბრალდებული არაბის ადვოკატები. უშუალოდ იმიტირებული სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესო გამოდგა. მოვისმინეთ მხარეთა კამათი, არგუმენტები და მოსაზრებები. ბოლოს გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა ფარული კენჭისყრით გამოიტანეს – გაიმარჯვა კეთილსინდისიერებამ და სასამართლომ არაბი უდანაშაულოდ სცნო.
მოსწავლეები ხალისით, მონდომებით და მტკიცე თავდაჯერებულობით განასახიერებდნენ თავიანთ პერსონაჟებს. ასეთი სიტუაციური ეპიზოდები ჩვენი ცხოვრების ნაწილია და უდაოა, რომ აღნიშნულმა აქტივობამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ხელი შეუწყო სამეტყველო ქცევის ადეკვატური გამოყენების უნარის განვითარებას“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203